“მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით” – 27 ივნისიდან ტემპერატურა დაიკლებს
აღმოსავლეთ საქართველოში 27 ივნისიდან ტემპერატურა 4-5 გრადუსით დაიკლებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„24-28 ივნისს საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28,+33 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში 24-26 ივნისს +33, +38 გრადუსამდე დაცხება, ხოლო 27 ივნისიდან ტემპერატურა 4-5 გრადუსით დაიკლებს“, – აცხადებენ სინოპტიკოსები.
რაც შეეხება დედაქალაქს – თბილისში – ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა, აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 24-26 ივნისსს +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 27 ივნისიდან შედარებით აგრილდება.