მწერალთა სახლი გაუქმდა

საქართველოს მწერალთა სახლი გაუქმდა, – ამ ინფორმაციას, თავად მწერალთა სახლი ავრცელებს.
„მწერალთა სახლი გაუქმდა. მის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ტექნიკური მიზეზების გამო, 25 ივნისს დაგეგმილი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია დროებით გადაიდო.
განახლებულ თარიღს შეგატყობინებთ უახლოეს დღეებში“, – აღნიშნულია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2019 წლის 3 მაისს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ აპირებს მისდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების (სსიპ-ები), „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა“ და „საქართველოს მწერალთა სახლის“, გაერთიანებას „ლიტერატურის ეროვნულ ფონდში“.
7 მაისს 50-ზე მეტმა მწერალმა და გამომცემელმა დამოუკიდებლობის შენარჩუნების მოთხოვნით ღია წერილი გაავრცელა,
სადაც აღნიშნული იყო, რომ, „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა“ და „საქართველოს მწერალთა სახლის“ გაერთიანების გადაწყვეტილება კულუარულად მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები