გიორგი მარგველაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს ხვდება
პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის, დიდიე ბურკჰალტერის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვდერის დასრულების შემდეგ, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება, მოგვიანებით კი, ერთობლივი პრესკონფერენცია.
დიდიე ბურკჰალტერი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს. მხარეები ორმხრივ დოკუმენტებს გააფორმებენ. შვეიცარიის პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძესთანაც გამართავს შეხვედრას.
დიდიე ბურკჰალტერი საქართველოს გუშინ ეწვია. აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე დახვდნენ.