მამუკა ბახტაძე: ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პატივს სცემენ ამ ქვეყნის მომავალსა და კონსტიტუციას

0

“მათთან, ვისი ქცევაც იყო პროვოკაციული და რომლებიც მოტივირებული არიან მუდამ, რომ გავიდნენ საქართველოს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, ბუნებრივია, დიალოგი არ იქნება, მათ კანონი გასცემს შესაბამის პასუხს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების” ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მმართველი გუნდი საუბრობს მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პატივს სცემენ საქართველოს მომავალსა და კონსტიტუციას.
„ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, პასუხს გასცემს კანონი. კონსულტაციები გაიმართება ყველასთან; მათ შორის, არსებობს შესაბამისი ფორმატი პარლამენტში. დიალოგი შეეხება ყველას – როგორც პარლამენტში მყოფ პოლიტიკურ ძალებს, ისე – პარლამენტის გარეთ მყოფ ოპოზიციას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი