„კარგია, „ოცნება მიხვდა, რომ გაჯიუტებას აზრი არ ჰქონდა“ – გიორხელიძე პროპორციულ არჩევნებზე

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარება სწორი გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ გიორხელიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს სწორია. ეს არ უნდა ყოფილიყო მოთხოვნა, უნდა ყოფილიყო ჩაწერილი კონსტიტუციაში. იმ სიმახინჯის შენარჩუნება, რასაც ჰქვია მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოში, იყო მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესი. დიახ, ეს ადრე უნდა გეკეთებინათ. ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ახლა ველოდებით შემდეგ სწორ გადაწყვეტილებებს. შემდეგი სწორი გადაწყვეტილება იქნება გახარიას გადადგომა.
ეს არის ნაბიჯი, რომლის იქეთ სხვა ნაბიჯი არ არსებობდა. კარგია, ოცნება მიხვდა, რომ გაჯიუტებას აზრი არ ჰქონდა. მჯერა, რომ, ასეთი საზიზღრობა, რასაც ჰქვია საკონსტიტუციო უმრავლესობა და ეს ძალადობა, აღარ იქნება“, – განაცხადა გიორხელიძემ.
ხელისუფლება თანახმაა, საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართოს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები  ჩატარდება პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები