გიორგი მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს ინაუგურაციას დაესწრება. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველოს დელეგაციაში. გიორგი მარგველაშვილმა პოროშენკოსგან ინაუგურაციაზე მიწვევა 27 მაისს მიიღო.
უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტ პოროშენკოს ინაუგურაცია 7 ივნისს გაიმართება.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს შედგა, პეტრე პოროშენკომ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 54,7%-ით გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები