„ლიტერატურის თეორიის უცნობი სახელმძღვანელო” – ლევან ბრეგაძის ლექცია გაიმართება
„ლიტერატურის თეორიის უცნობი სახელმძღვანელო” – ლევან ბრეგაძის ლექცია გაიმართება. ინფორმაციას თავად ლევან ბრეგაძე ავრცელებს.
„26 ივნისს, 14 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში (კოსტავას 5, მეტრო რუსთაველის მოპირდაპირე მხარეს) წავიკითხავ მოხსენებას თემაზე: „ლიტერატურის თეორიის უცნობი სახელმძღვანელო“.
ლაპარაკია 1936 წელს კ. გაგუას ავტორობით გამოცემულ წიგნზე „ლიტერატურის თეორია“, რომელიც არც ბიბლიოთეკებში მოიპოვება და არც ბიბლიოგრაფიულ გამოცემებშია ნახსენები.
გაგაცნობთ აგრეთვე ქუთაისელი პედაგოგის პავლე ხმალაძის წერილს, აკაკი გაწერელიასადმი მიწერილს 1963 წელს. ის წიგნში აღმოჩნდა (გარეკანსა და სატიტულო გვერდს შორის იდო) და ამ გამოცემას შეეხება.
ლიტერატურისმცოდნეთა დასწრება სავალდებულო არ არის, მაგრამ ერთობ სასურველია!“ – წერს ლევან ბრეგაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.