რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი გარდაიცვალა
რეჟისორი და დრამატურგი სანდრო მრევლიშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ლაშა ჩხარტიშვილი ავრცელებს.
„გარდაიცვალა ცნობილი ქართველი რეჟისორი, თეატრების „მეტეხის ძველი სახლი”, „გლობუსი” „რუსთაველის 19″
დამაარსებელი, საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე სანდრო მრევლიშვილი.
თანავუგრძნობ ოჯახს, ნათესავებს, მის თეატრს თეატრი „რუსთაველის 19“, სტუდენტებს, მეგობრებს და ქართული თეატრის გულშემატკივრებს“, – წერს ლაშა ჩხარტიშვილი.