„მუსიკის ჯადოსნური სამყარო“ – საღამო გაიმართება
25 ივნისს, 17:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი ღონისძიებას – „მუსიკის ჯადოსნური სამყარო“ უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მუსიკოლოგი ლალი კაკულია ისაუბრებს მუსიკის მოსმენის თავისებურებებზე, ბოლო დროს პრობლემად იქცა მსმენელის აღზრდისა და მუსიკის მოსმენის უნარ-ჩვევების გამომუშავების საკითხი. ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი კი იდეალურ გარემოს ქმნის მუსიკის შეცნობისთვის.
ღონისძიებას დაესწრებიან თურქეთიდან, კერძოდ ქალაქ – ანკარადან, ჩამოსული სკოლის მოსწავლეები. ლალი კაკულიასთან ერთად, ღონისძიების მოდერატორი იქნება თურქეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი თამარ ბარდაველიძე-თორე, რომელიც სტუმრებს თურქულ ენაზე მიაწვდის ინფორმაციას.
მისამართი: დიმიტრი ბაქრაძის ქ.10.