„შავი სარკის მეტაფორები” – შეხვედრა გაიმართება
24 ივნისს, 18:00 საათზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, ციკლის „მეტაფორების სამყაროში“ ფარგლებში, მორიგი შეხვედრა -„შავი სარკის მეტაფორები” გაიმართება.
ბრიტანული ტელესერიალი „შავი სარკე“, ერთი შეხედვით, არის შოუ მომავლის ტექნოლოგიებზე, ტექნოლოგიებთან ადამიანების ურთიერთობებზე. თუმცა მისი შემქმნელები ამტკიცებენ, რომ მათი ნოველები (ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სერიები) ადამიანებზეა. მაგრამ… რას დავინახავთ ჩვენ „შავ სარკეში“? – ამას უამრავი სუბიექტური ფაქტორი განაპირობებს.
შეხვედრაზე შედარებების, მსგავსებებისა თუ ანალოგიების დახმარებით, „შავ სარკეში“ არეკლილი ადამიანები თავად გადაიქცევიან მეტაფორებად; ჩვენ კი შევაფასებთ – სულიერი თუ უსულო საგნების თვისებებს უკეთ ირგებენ ისინი გარე სამყაროში, ოფისში, ოჯახში, პოლიტიკაში, სკოლაში, მუზეუმში, ვირტუალურ თამაშებსა თუ რეალობაში“, – აღნიშნულია თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრას გაუძღვება – პროზაიკოსი, ჟურნალისტი, მხატვარი მაკა ლდოკონენი, ავტორი წიგნებისა “ქიშმიშიანი ამბები” და „ბიშეს ბალიშები”.
შეხვედრის მოდერატორია ცირა ბარბაქაძე.
მისამართი: თბილისი, ჩახრუხაძის N 17, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.