შანხაის კინოფესტივალზე დიტო ცინცაძის ფილმი მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა

დასრულდა აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენის – შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია. ფესტივალის ჟიურის მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა დიტო ცინცაძის ფილმი „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“. ამავე ფილმში შესრულებული ქალის საუკეთესო როლისთვის კი პრიზი მსახიობ სალომე დემურიას გადაეცა.
„ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი საქართველოს, შვედეთისა და რუსეთის კოპროდუქციაა. ფილმის მსოფლიო პრემიერა შანხაიში 22 ივნისს შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები