დიმიტრი ხუნდაძე: “რუსთავი 2” და მისი მთავარი იდეოლოგი სიცრუეზე და შანტაჟზეა ორიენტირებული
„რუსთავი-2 და განსაკუთრებით მისი მთავარი იდეოლოგი სიცრუეზე და შანტაჟზეა ორიენტირებული”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას განცხადების მთავარი მიზანი საპროტესტო მუხტის შენარჩუნებაა.
„ფანტაზიის პიკი, აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული და ღიმილის მომგვრელია ნიკა გვარამიას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს „რუსთავი 2-ს“ ვინმე შტურმით აღებას უპირებს. ეს არის ფანტაზიის ნაყოფი, რაშიც ალბათ გარკვეული მიზანი დევს – შეინარჩუნონ მიტინგის ის შინაარსი, თითქოსდა ამ მიტინგით უნდათ დაიბრუნონ თავისუფლება, თითქოს ამას ვინმე ზღუდავს. მთავარი მიზანია, ისინი დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. შანტაჟი და ტყუილი ისევ მათი მოქმედების სტილია”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება „რუსთავი 2“-ის ძალადობრივად აღებაზე მსჯელობს.