აქციაზე მონაწილეთა ნაწილს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ ეძლევა (ვიდეო)
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა. აქციის რამდენიმე მონაწილეს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. პარლამენტთან შეკრებილების ნაწილი ითხოვეს, რომ აქციაზე პოლიტიკოსები არ უნდა იყვნენ.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, დღეს ტრიბუნასთან გამომსვლელთა სია უკვე შედგენილია, მათ შეუძლიათ, სიტყვით გამომსვლელთა სიაში ჩაეწერონ და ამის საშუალება ხვალ მიეცემათ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქცია უკვე მეოთხე დღეა რაც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია, ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, 20-21 ივნისს დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვენ.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ სააპელაციო სასამართლომ 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებულებიდან 3 პირი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
ფოტო-ვიდეო “პირველი არხი”