აკაკი ზოიძე: ნიკა გვარამიას განცხადება არის სცენარის ნაწილი, რომ ადამიანებში გარკვეული მუხტი შენარჩუნდეს

„როცა ადამიანები აპროტესტებენ რუსეთის აგრესიას, რა პარანოიდულ ლოგიკაში უნდა ჯდებოდეს რომ დღეს ხელისუფლებას, ამ ტიპის აქცია ჰქონდეს დაგეგმილი“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას იმის შესახებ, ხელისუფლება ტელეკომპანიის ძალადობრივ აღებაზე მსჯელობს.

ზოიძე მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას განცხადება არის სცენარის ნაწილი, რომ ადამიანებში გარკვეული მუხტი შენარჩუნდეს.

„ეს არის სცენარის ნაწილი, რომ ადამიანებში გარკვეული აღშფოთება და მუხტი, რომელიც არის სამართლიანი იმის გამო, რაც მოხდა ბოლო პერიოდში, მისი მინელება არ მოხდეს. არაგადამწყვეტი ფორმით კეთდება ეს განცხადება, რომ მერე შემდეგ არ გამოვიჭიროთ ტყუილში“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება „რუსთავი 2“-ის ძალადობრივად აღებაზე მსჯელობს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქცია უკვე მეოთხე დღეა რაც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია, ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, 20-21 ივნისს დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები