შანხაის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო ქართველი რეჟისორის ფილმს გადაეცა

რამდენიმე წუთის წინ, აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენის – შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოვების ცერემონია დასრულდა. ფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელი დიტო ცინცაძის ფილმი – “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” გახდა. ამავე ფილმში შესრულებული ქალის საუკეთესო როლისთვის კი პრიზი მსახიობ სალომე დემურიას გადაეცა.
“ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი საქართველოს, შვედეთისა და რუსეთის კოპროდუქციაა.
ფილმის მსოფლიო პრემიერა შანხაიში 22 ივნისს შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები