კახა კალაძე: გუშინწინ განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ დესტრუქციულ პოლიტიკოსებს

ის, რაც მოხდა გუშინწინ საღამოს, ამას არანაირი გამართლება არ აქვს და საღამოს განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება დესტრუქციულ პოლიტიკოსებს, – აღნიშნული განცხადება „ფეისბუქ“ ვიდეო მიმართავით „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა.

„დესტრუქციულმა ძალებმა და დესტრუქციულმა კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა იმოქმედეს ძალიან ცუდად. ამას არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული ვიდეოები და საზოგადოებამ ნახა კონკრეტული პოლიტიკოსები, რომელებიც აქციაზე მყოფ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მოუწოდებდნენ შტურმით აეღოთ პარლამენტი. ეს იყო ძალიან მძიმე. ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება ჩვენი მხრიდან, ასე არ დარჩება დაუსჯელი – დაუშველებელია. შედეგი რაც მივიღეთ იყო ძალიან მძიმე, დაშავდნენ ადამიანები, მინდა ყველას გამოჯანმრთელება ვუსურვო. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა, რაც კი შესაძლებელია და მეც მზად ვარ, ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო მათ გამოჯანმრთელების პროცესში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან იქვე ყურადღება გაამახვილა პოლიციის და სპეცრაზმის მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე და აღნიშნა, რომ შესაბამის უწყებებს დაწყებული აქვთ მოკვლევა. კალაძის თქმით, გადაცდომების აღმოჩენის შემთხვევაში, მოხდება შესაბმისი რეაგირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები