რუსეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, უზრუნველყონ როგორც რუსი ჟურნალისტების, ისე ზოგადად რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება

0

რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოს ხელისუფლებას რუსი ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოსთხოვა.

„მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, უპირობოდ უზრუნველყონ ქვეყნის ტერიტორიაზე როგორც რუსი ჟურნალისტების, ისე ზოგადად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების უსაფრთხოება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ამასთან, როგორც სამინისტრო აღნიშნავს, რუსული მხარე ელოდება შესაბამის რეაქციებს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და არასამთავრობო სექტორისგან, უპირველეს ყოვლისა კი მედიის თავისუფლების საკითხზე მომუშავე ეუთო-ს წარმომადგენლისგან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას განაგრძნობს.

კომენტარები

კომენტარი