დავით ჭიჭინაძემ მოძრაობა „ტრიბუნა“ დააფუძნა

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პოლიტური მოძრაობა „ტრიბუნა“ დააფუძნა.
როგორც ჭიჭინაძემ განაცხადა, ეს მოძრაობა იქნება წინაპირობა და საშუალება, რომ მოქალაქეებმა საკუთარი აზრი ხელისუფლებამდე მიიტანონ.
„სწორედ „სახალხო ტრიბუნიდან“ გაიგონებს ხელისუფლება იმ ხმას, რასაც ხალხი ფიქრობს. ხალხი კი, დღეს ისეთ მდგომარეობაშია, როგორშიც არასოდეს ყოფილა. ჩვენ არასოდეს არ ვყოფილვართ ისეთი შეურაცხყოფილები, როგორიც დღეს.
„სახალხო ტრიბუნის“ დაფუძნების მიზანიც სწორედ ის არის, რომ ჩვენ ერთად შევძლოთ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. ამისთვის კი, ყველა თაობამ, ყველა პროფესიის ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ ის არის ამ ქვეყნის აღმშენებელი , ამ ქვეყნის მეპატრონე, რომელიც დღეს სამწუხაროდ წართმეული გვაქვს. საქართველო დღეს, ძირითადად ბანკირების, ფინანსური სექტორის ხელშია ჩაგდებული და ძალიან მძიმეა, როდესაც ყოველ დღე ჩვენი მოსახლეობის გაჭირვებას ვუყურებთ. აი ამ პრობლემებს სჭირდება მოგვარება. ამისთვის კი, ჩვენ ჯერ ჩ შიგნით უნდა გავთავისუფლდეთ, უნდა გავთავისუფლდეთ იმ სტერეოტიპებისგან, რასაც თავს გვახვვევენ და უნდა შევძლოთ იმისი თქმა, რომ ჩვენ ვართ ამაყი ერი. ეს დღეებია ვუყურებ, ვუსმენ ახალგაზრდებს, როგორი შემართებით აპროტესტებენ იმას, რომ საკუთარი ხელისუფლება მათ მოექცა როგორც დამპყრობელი და ზუსტად ვიცი, ჩვენ ერს ვერავინ ვერაფერს წაართმევს. ამ ერს ძალიან დიდი მომავალი აქვს!“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები