კახა ოქრიაშვილი: პარლამენტის წინ საქართველოს ახალგაზრდობამ საოცარი თვითორგანიზების უნარი გამოიჩინა

„პარლამენტის წინ, საქართველოს ახალგაზრდობამ საოცარი თვითორგანიზების უნარი გამოიჩინა“, – ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციას.

როგორც დეპუტატი აცხადებს, იგი ამაყობს იმ ახალგაზრდებით, ვინც რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას ორგანიზება გაუწია.

„მინდა განვაცხადო, რომ გუშინ, 21 ივნისს, პროტესტის მეორე დღეს, პარლამენტის წინ საქართველოს ახალგაზრდობამ გამოიჩინა საოცარი თვითორგანიზების უნარი. ერები, რომელსაც არ გააჩნიათ თვითორგანიზების უნარი, როგორც წესი, ვერ ყალიბდებიან სრულფასოვან, თავისუფალ საზოგადოებად. ასეთი ერები, როგორც წესი, ვერ აღწევენ საკუთარ სახელმწიფოებრიობას და გარედან იმართებიან. ვამაყობ, რომ ჩვენი საზოგადოება თვითორგანიზებისა და სამშობლოს სიყვარულის ასეთ ხარისხს ამჟღავნებს“, – აცხადებს ოქრიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები