თინა ბოკუჩავას განცხადებით, დღეს პოლიტიკოსები რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან

„ყველა ვთანხმდებით და ყველას აზრია, რომ ვინც ვიბრძოდით და ვინც მომავალშიც დავიცავთ ამ პოზიციას, ერთობლივად მივაღწიოთ იმ მოთხოვნებს, რაც გვაქვს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო წევრმა, თინა ბოკუჩავამ გაერთიანებული ოპოზიციის სახელით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, დღეს პოლიტიკოსები რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

„გახარიას უკანასკნელი იმედი არის სწორედ დანაწევრება და ამ დანაწევრების შედეგად, რამენაირად, საკუთარი სკამის შენარჩუნება, რადგან სხვანაირად მას ამის შანსი არ აქვს. დღეს საზოგადოება არის სრულიად ერთიანი, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ არა პოლიტიკოსი, პარტიული ადამიანი, თუ საზოგადოებრივი აქტივისტი, ახალგაზრდა, თუ სხვა ასაკის წარმომადგენელი. ყველა ვთანხმდებით და ამიტომ აქციაზე, ჩემი აზრია, რომ ყველას მოსაზრება, ვინც ვიბრძოდით და ვინც მომავალშიც დავიცავთ ამ პოზიციას, ძალიან მშვიდად, მაგრამ ძალიან პრინციპულად უნდა ვიყოთ ერთად და ერთობლივად მივაღწიოთ იმ მოთხოვნებს, რაც გვაქვს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები