გიორგი ვაშაძე: ახალგაზრდებთან ერთად მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებელი იქნება საერთო გამარჯვებისთვის

„ახალგაზრდებთან ერთად, აქციის ორგანიზატორებთან ერთად, ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებელი იქნება საერთო გამარჯვებისთვის“,- ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის სახელით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, ვაშაძემ აღნიშნა, რომ დღეს არ არის იმის გარჩევის დრო, ვინ პოლიტიკოსია, ვინ ახალგაზრდაა და ვინ უფროსი.

„ჩვენ აქციებისგან დისტანცირებას არ ვაპირებთ. დღეს არ არის იმის გარჩევის დრო, ვინ პოლიტიკოსია, ვინ ახალგაზრდაა და ვინ უფროსი. პოლიტიკოსების გარეშე პოლიტიკოსებს ვერავინ აიძულებს იმ გადაწყვეტილებების და მოთხოვნების შესრულებას, რაც არის შესასრულებელი. ჩვენ, ახალგაზრდებთან ერთად, აქციის ორგანიზატორებთან ერთად, ვიმსჯელებთ და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებელი იქნება საერთო გამარჯვებისთვის“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები