ზურაბ აბაშიძე პუტინის გადაწყვეტილებაზე: ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი

“ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი”, – ამის შესახებ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა და საქართველოში ფრენების აკრძალვის შესახებ ვლადიმერ პუტინის ბრძანებას გამოეხმაურა.

„ამ ეტაპზე, ვცდილობთ, მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების შესახებ, სერიოზული ანალიზისა და დასკვნებისათვის. ამის შემდეგ გავაკეთებთ უფრო ვრცელ კომენტარს. ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი და ყველა მოქალაქის ინტერესები, ავაცილოთ მათ სერიოზულ საკითხებზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღების საფრთხე”, – განაცხადა აბაშიძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აუკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები