ირაკლი ჩიქოვანი: ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები და მაქსიმალურად დავიცავთ ქვეყნის სუვერენიტეტს და მოქალაქეთა ეკონომიკურ კეთილდღეობას

0

„პასუხისმგებლობის მქონე მთავრობის ყოველდღიური ზრუნვის საგანია სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის დაცვა“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებში – ირაკლი ჩიქოვანი რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებებს.

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგი, როგორც სახელმწიფოთაშორისი, ისე ქვეყნის შიგნით, თანაბრად აზიანებს როგორც ქვეყნის სუვერენიტეტს, ისე მოქალაქეების კეთილდღეობას.

„პასუხისმგებლობის მქონე მთავრობის ყოველდღიური ზრუნვის საგანია სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის დაცვა. უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგი, როგორც სახელმწიფოთაშორისი, ისე ქვეყნის შიგნით, თანაბრად აზიანებს ორივე ინტერესს.
მიუხედავად ემოციური ფონისა, ჩვენ არ გავხდებით ამ დღის წესრიგის მძევალი, ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები და მაქსიმალურად დავიცავთ ორივე ლეგიტიმურ ინტერესს – ქვეყნის სუვერენიტეტს და მოქალაქეთა ეკონომიკურ კეთილდღეობას“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, 8 ივლისიდან საქართველოსთან ავიაგადაზიდვები  იკრძალება.

კომენტარები

კომენტარი