სალომე ზურაბიშვილი: რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყანას, რომელმაც იცის, საით მიდის და აქვს მკაფიო ევროატლანტიკური პერსპექტივა

“საქართველოს მოსახლეობის რეაქცია იყო სრულიად ბუნებრივი”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ბოლო დღეებში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, „ბიბისის“ რადიოს ერთ-ერთ გადაცემაში ინტერვიუს დროს განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, პრობლემა არის ის, რომ სპონტანური და მასობრივი პროტესტი საღამოს საათებში ადამიანების მცირე ჯგუფმა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. მათი მიზანი ქვეყნის ხელისუფლების დესტაბილიზაცია და პარლამენტის შენობის დაკავება იყო.
„ბიბისის“ ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს საქარველოს შინაგან საქმეთა მინისტრზე დაუსვა კითხვა, რომელიც, განვითარებული მოვლენების ფონზე, კვლავ პოსტზე რჩება. ამასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ საქართველოში ახლა უმთავრესი სტაბილურობაა. ქვეყნის სტაბილურობა კი სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრს უკავშირდება, რადგან ის საკმაოდ პატივცემული პიროვნებაა.
„რუსეთისთვის რეგიონში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა საქართველოს სტაბილურობაა. საქართველოს სტაბილურობა კი შინაგან საქმეთა მინისტრთან არის დაკავშირებული, რომელიც საკმაოდ პატივცემული პიროვნებაა. ძალიან უცნაურია, რომ ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც რეგიონში ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ვითარება დაძაბულია. ხვალ სტამბოლში არჩევნები იმართება. საქართველო კი ევროპისკენ სტაბილურად მიიწევს. შემდეგ თვეში ევროკავშირთან პარტნიორობის საკმაოდ მნიშვნელოვანი კონფერენცია იმართება. სწორედ ასეთ პერიოდში არის ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობები. სწორედ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება.
ნათელია, რომ რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყანას, რომელმაც იცის, საით მიდის და აქვს მკაფიო ევროატლანტიკური პერსპექტივა. სწორედ ამიტომ გასაკვირი არის არის, რომ რუსეთისთვის ოკუპანტის წოდების გამო, ბატონმა მედვედევმა გამაკრიტიკა“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა „ბიბისისთან“ ინტერვიუს დროს.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები