აქციაზე ფოთის საკრებულოს „ნაცმოძრაობის“ წევრის ყოფნა გააპროტესტეს(ვიდეო)

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიც იმყოფებიან. ერთ-ერთი ფოთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.
ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ იმყოფება აქციაზე, ქალბატონმა უპასუხა რომ მთავრობის და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის გადაყენებას ითხოვს.
„რატომ ვარ? რატომ არის გასაკვირი? ვაპროტესტებ რომ ოკუპანტ ადამიანს დაუთმეს სკამი და კაპიტულაცია გამოაცხადეს იმით რო საკანონმდებლო უმაღლესი ორგანოს სკამზე დასვეს ოკუპანტი პუტინის მიერ გამოგზავნილი ადამიანი, რა თქმა უნდა ამას მოჰყვა პროტესტი მაგრამ გუშინ ხელისუფლებამ ყველა ზღვარს გადააჭარბა და როგორც იქცეოდა საბჭოთა მილიცია ისე მოექცა საკუთარ ერს და 9 აპრილი მოაწყო“, – აცხადებს ფოთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები