აქციის მონაწილეებმა პოლიციის მიერ დაკავებული პირის გათავისუფლება შეძლეს (ვიდეო)
რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. პოლიციამ ერთ-ერთი მომიტინგე დააკავა, თუმცა, აქციის სხვა მონაწილეებმა სამართალდამცველებს არ მისცეს საშუალება ის მანქანა გადაადგილებულიყო სადაც დაკავებული მომიტინგე იმყოფებოდა.
შეხლა-შემოხლის დროს, პოლიციელებმა დაკავებული მომიტინგე გაათავისუფლეს და ინციდენტი ამით ამოიწურა.
აქციის მონაწილეებმა კვლავ პარლამენტთან გადაინაცვლეს. მომიტინგეები შემდეგი სიტყვებით სკანდირებენ: „გილოცავთ, გილოცავთ“.