გიორგი ბარამიძე: ახლა იცის პუტინმა, რა ხელისუფლება გვყავს, არათუ ქმედუნარიანია, არამედ გავრილოვს დაგისვამს

ახლა იცის პუტინმა, რა ხელისუფლება გვყავს, არათუ ქმედუნარიანია, არამედ გავრილოვს დაგისვამს, – ამის შესახებ ,,გაერთიანებული ოპოზიციის” წარმომადგენელმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ყველანაირად ცდილობს ეკონომიკურად დაგვაჩოქოს.

,,მინდა გავიხსენო პერიოდი, როდესაც საქართველო ეკონომიკურად, ინფრასტრუქტურულად, ზოგადად, ინსტიტუციურად საშინელ დღეში, გაცილებით მძიმე მდგომარეობაში იყო, რადგან რეფორმების საწყის ეტაპზე იმყოფებოდა. 2006-2007 წლებში რუსეთმა გამოგვიცხადა ჯერ ენერგეტიკული ემბარგო;  ზამთრის სუსხიან დღეებში ვითომ ტერორისტებმა სინამდვილეში თვითონ ააფეთქეს ორი გაზსადენი და ჩაგვაქრეს, საქართველომ ამას გაუძლო. ეს იყო საქართველოს დასჯისა და დაჩოქების მცდელობა. ამის შემდეგ გვახოსვ რუსეთის სანქციები ჩვენს ყველა საქონელზე და პრაქტიკულად ეკონომიკური კავშირები გაწყვიტა.  ეს იყო საქართველოს ეკონომიკურად დაჩოქების მცდელობა. ჩვენ მოვახერხეთ ამ სიტუაციიდან გამოსვლა და ჩვენი ქვეყნის წინსვლა იყო თვალსაჩინო მსოფლიო ბანკის მონაცემებით.  ამ წლებში საქართველო გახდა ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა. პუტინის მეთოდია, რომ დააშინოს ქვეყანა და გვაჩვენოსმ რომ მასზე ვართ გამოკიდებული. ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო, რადგან ჩვენ ვეუბნებოდით ივანიშვილს,  რომ რუსეთზე რაიმე სახის ზედმეტი მიბმა და დამოკიდებულება არ შეიძლებოდა, იგივე ტურიზმი, ვაჭრობა თუ სხვა რაღაცა.  ახლა იცის პუტინმა, რა ხელისუფლება გვყავს, არათუ ქმედუნარიანია, არამედ გავრილოვს დაგისვამს. 2012 წლის შემდეგ შემცირდა ეკონომიკა, ჩვენ გავაოთხმაგეთ 4 მლრდ დოლარი იყო და 16 გავხადეთ. ყველა მიმართულებით პრობლემები გვაქვს და პუტინი თვლის, რომ ამ აქციებიდან გამომდინარე ხალხი დასაჯოს და მაშველ რგოლი გადაუგდოს ივანიშვილს და ანანოს გავრილოვის ჩამოყვანის გაპროტესტება,” – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა რუსეთისგან უფრო მწვავე ქმედებები, ბარამიძემ განაცხადა, რომ ქვეყნისგან, რომელიც თავს დაგვესხა ტანკებით და არტილერიით, მისგან მოსალოდნელი ყველაფერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები