გიგა ბოკერია: ქვეყნისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, არ უნდა გაგვიკვირდეს ეს მტრული ქმედებებიც

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ერთადერთი გზა რუსეთისგან გადარჩენისთვის ბრძოლის გაგრძელებაა.

,,ქვეყნისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, არ უნდა გაგვიკვირდეს ეს მტრული ქმედებებიც. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა თავისუფლებისკენ, მეტი დაცულობისკენ, ეს არის ერთადერთი გზა. ის ერები, ვინც ეს არჩევანი გააკეთა და ბოლომდე მიიყვანა, არიან დაცულნი, მაგალითად ბალტიისპირა ქვეყნები. რუსეთი ოკუპანტია და თავის ქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ არ შეწყვეტს. ამიტომაც ცრუ დაპირებებს ყური არ უნდა ვუგდოთ,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები