ნიკა გვარამია: ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაცემულია ბრძანება უგულავას, მელიასა და ოქრუაშვილის დაკავების თაობაზე

“ჩვენთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ გაცემულია ბრძანება გიგი უგულავას, ნიკა მელიასა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების თაობაზე”, – ამის შესახებ კომპანია “რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, იგეგმება კონტრაქცია ერთგვარად დაქირავებული ადამიანების მხრიდან პრობლემების შესაქმნელად.
“ბოლო საათების განმავლობაში ჩვენთან კომუნიცირებენ ძალიან მაღალი თანამდებობის პირები, რაც ნამდვილად სიმპტომია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისა და შედეგებისა. ამ კომუნიკაციის შედეგად, ჩვენთვის ცნობილი გახდა ორი ინფორმაცია – პირველი, რომ გაცემულია ბრძანება გიგი უგლავას, ნიკა მელიასა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების თაობაზე და, ასევე, გამოყოფილია 20-მილიონიანი ფონდი ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტრაქციების ჩასატარებლად და მომიტინგეებისთვის არა პოლიციური, არამედ ერთგვარად დაქირავებული ადამიანების მხრიდან პრობლემების შესაქმნელად”, – განაცხადა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები