შვეიცარიის პრეზიდენტი: ვიმედოვნებ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მსგავსი მექანიზმი გალშიც ამოქმედდება

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი დიდიე ბურკჰალტერი იმედოვნებს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მსგავსი მექანიზმი გალშიც ამოქმედდება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში ვიზიტით მყოფმა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა ერნგეთში განაცხადა, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მუშაობას გაეცნო. მისივე თქმით, ყველა პირი, რომელიც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირებისა და ცხელი ხაზის მექანიზმის დანერგვასა და მის რეალიზებაში მონაწილეობდა, ღრმა პატივსცემასა და ხელშეწყობას იმსახურებს.
“მინდა ვთქვა, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტმა, იმედს ვიტოვებ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი იმ ფორმატში, როგორიც ერგნეთშია, მალე გალშიც ამოქმედდება. სამწუხაროა, რომ გამყოფმა ზოლმა შუაზე გახლიჩა ნაკვეთები, დააშორა ერთმანეთს მეზობლები და ოჯახის წევრები. გამყოფი ზოლის გასწვრივ მყოფი ადამიანები, რომლებიც ადრე ერთად ცხოვრობდნენ, ამის გამო ყოველდღიურად სირთულეებს აწყდებიან. იმისთვის, რომ დავძლიოთ კონფლიქტი და დავადგეთ შერიგების გზას, საჭიროა ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მცხოვრებმა ადამიანებმა შეინარჩუნონ კონტაქტი. თქვენ არაერთხელ დაგვანახეთ, რომ შეგწევთ უნარი, შეიმუშაოთ ტექნიკური და პრაგმატული მეთოდები ადამიანების პრობლემების გადასაჭრელად. ყველა ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირებისა და ცხელი ხაზის მექანიზმის დანერგვასა და მის რეალიზებაში ღრმა პატივსცემასა და ხელშეწყობას იმსახურებს”, – განაცხადა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები