გიორგი გახარია: სანამ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრა, პოლიციელები იდგნენ და იცავდნენ თავს

ხაზგასმით ვამბობ, რომ პოლიციამ ბოლომდე, მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება, – აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან გუშინ აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმული კითხვების პასუხად განაცხადა.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ პოლიციამ ბოლომდე, მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება, სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე, პოლიციელები საერთოდ არ განძრეულან, უბრალოდ იდგნენ და იცავდნენ თავს. იქ, სადაც გადამეტების კონკრეტული ფაქტი იყო, რა თქმა უნდა, ჩვენ დეტალურად შევისწავლით“, – განაცხადა შს მინისტრმა.
მისივე განმარტებით, პოლიციამ საქმე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით აღძრა.
„დეტალურად შევისწავლით ყველაფერს. ყველა ადამიანი, რომელიც მოუწოდებდა, მოახერხა და ორგანიზება გაუწია მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ აქციაში და პარლამენტისა და პოლიციელების წინააღმდეგ შტურმში გარდაქმნას, უმკაცრესად იქნება დასჯილი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები