გიორგი ვაშაძე: პირველი გამარჯვება მიღწეულია

„პირველი გამარჯვება მიღწეულია – ირაკლი კობახიძე გადადგა, რომელიც პასუხისმგებელი იყო პარლამენტის შენობაში ამ ანტიქართული ჯგუფების შეშვებასა და სპიკერის ადგილზე „წამოსკუპებაზე“, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძე მიიჩნევს, რომ აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელია შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარიაც.
„რა ძალადობაც ხდებოდა ქუჩებში, ამაზე პასუხი უნდა აგოს შს მინისტრმა, შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნაა მისი გადადგომა და მესამე – „ქართულმა ოცნებამ“ მთლიანად დაკარგა ლეგიტიმაცია და დაუყოვნებლივ უნდა დაიწყო მოლაპარაკებები პროპორციულ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა შევქმნათ მექანიზმი, რომ საქართველოში რეჟიმი არ ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. როგორც კახა კალაძემ დღეს პარტიის ოფისში  პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ „ქართული ოცნების” მიერ დამკვიდრებული მაღალი სტანდარტის ანგარიშვალდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა. ამასთან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას დაუჭერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები