კახა კალაძე: ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას იმ ცალკეულ შემთხვევებზეც, თუკი ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას

„ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას იმ ცალკეულ შემთხვევებზეც, თუკი ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, რაც დამახასიათებელია მსგავსი მასშტაბის დესტაბილიზაციის დროს პოლიციური ოპერაციებისთვის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს პოლიტიკურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, კახა კალაძემ თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.
როგორც პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა აღნიშნა, პოლიციამ რუსთაველზე აქციის დასაშლელად ლეგიტიმური ძალა მხოლოდ უკიდურესად მძიმე ვითარებაში გამოიყენა.
მისივე თქმით, ყველა დამნაშავესა და პროვოკატორს კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევს.
„არ შემიძლია, ხაზი არ გავუსვა ქართული პოლიციის როლს, რომელმაც უმაღლესი თმენის ვალდებულება გამოიჩინა და ლეგიტიმური ძალა გამოიყენეს მხოლოდ უკიდურესად მძიმე ვითარებაში.
ვითარებაში, როდესაც მიდიოდა მასობრივი ძალადობის ორგანიზება, რომელიც ემუქრებოდა სამოქალაქო მშვიდობასა და კონსტიტუციურ წესრიგს. პოლიციამ აჩვენა მაღალი თმენის ვალდებულება და უმაღლესი სტანდარტი. ყველა ვთანხმდებით, რომ ძალის გამოყენება იყო უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული და სრულად ლეგიტიმური. სამწუხაროდ, დესტრუქციული ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირებისას დაშავდნენ ჩვენი თანამოქალაქეები და სამართალდამცავები. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ხოლო ყველა სამართალდამრღვევს, ყველა დამნაშავესა და პროვოკატორს უმკაცრესად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე.
რა თქმა უნდა, ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას იმ ცალკეულ შემთხვევებზეც, თუკი ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, რაც დამახასიათებელია მსგავსი მასშტაბის დესტაბილიზაციის დროს პოლიციური ოპერაციებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები