ზაზა ხუციშვილი: ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ცალკეული პოლიციელების ქმედება, რომლებმაც ხელებჩამოშვებული მომიტინგეების მიმართ გაისროლეს

“ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ცალკეული პოლიციელების ქმედება, რომლებმაც ხელებჩამოშვებული მომიტინგეების მიმართ მოახდინეს გასროლა, ამის გაკეთება კატეგორიულად მიუღებელია და არ შეიძლება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“პოლიციამ გამოავლინა ძალიან დიდი მოთმინება. მათ მოიგერიეს რამდენიმე ძალიან სერიოზული შეტევა, საკმაოდ აგრესიული შტურმის მცდელობა და არ შემოუშვეს მომიტინგეები, რომელთა შემოშვების შემდეგაც როგორც განვითარდებოდა მოვლენები, კაცმა არ იცის. ბოლო მომენტამდე იყვნენ თავდაცვის პოზიციაში და ბევრი შეურაცხყოფა მიიღეს, თუმცა ეს ვერანაირად ამართლებს იმას, რომ შემდეგ, უკვე ბოლო ფაზაში, ჩემი აზრით, ასეთი საჭიროება ნამდვილად არ იყო. იყო რამდენიმე შემთხვევა დამიზნებით გასროლის. ჩვენ ვნახეთ ერთი კადრი, როდესაც ერთი ადამიანი უმიზნებს და მეორემ აუკრა ხელი. ეს ფაქტიც მიუთითებს იმას, რომ ესეც იყო ცალკე, პირადი ინიციატივები. ამაზე, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ადეკვატური რეაგირება. რაც შეეხება თვითონ მოვლენებს – უკვე ბოლო ფაზაში, როცა მოხდა უკვე გაფანტვა, რამდენად იყო უკვე მაშინ გასროლები, ეს, რა თქმა უნდა, შესაფასებელია და მსჯელობა იქნება ახლა, უმრავლესობის შეხვედრაზე”,-განაცხდა ზაზა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები