მიხეილ სააკაშვილი: გუშინ რამდენჯერმე ველაპარაკე ირაკლი ოქრუაშვილს, გუბაზ სანიკიძეს

“ვიღაც ქოჩორა კობახიძეს გადმოაგდებს თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს? ვინ არის კობახიძე? ეგეთი კობახიძეები ჰყავს მთელი ლეგიონი”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ჩართვისას განაცხადა.
მან თანამოაზრეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
„ახლა ივანიშვილი შეეცდება, გამოვიდეს, ერთი ბარტყი გადმოაგდოს, ორი ბარტყი გადმოაგდოს – აბა, დაწყნარდითო, ფულები დაარიგოს, თვალები ჩააპაჭუნოს. ხალხო, მე მგონი, აღარ ვჭამთ. ერთხელ გვაჭამა, ორჯერ გვაჭამა, სამჯერ გვაჭამა, რამდენჯერ უნდა გვაჭამოს? ეს კაცი არის უბედურების თავი და თავი და წყარო. ვიღაც ქოჩორა კობახიძეს გადმოაგდებს თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს? ვინ არის კობახიძე? ეგეთი კობახიძეები ჰყავს მთელი ლეგიონი. ეს კაცი უნდა მოშორდეს და მან უნდა დააბრუნოს, რაც ქართველ ხალხს მოჰპარა, რამდენიმე მილიარდი ლარი ბოლო წლების განმავლობაში. ეს … კალაძე, ყველა დანარჩენი იცავს თავის ქონებას, რომელიც თქვენ მოგპარათ. გახარია საერთოდ რუსეთის სპეცსამსახურების დასმულია და როგორც პუტინი, ზუსტად ისე უსწორდებოდა გუშინ ხალხს. ამიტომ ყველა უნდა დავდგეთ ერთად მიუხედავად წარსული განსხვავებებისა. გუშინ მე თვითონ რამდენჯერმე ველაპარაკე ირაკლი ოქრუაშვილს, გუბაზ სანიკიძეს – იმ ხალხს, ვისთანაც ადრე ძალიან ბევრი განსხვავება მქონდა. ამას ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა. ახლა საქართველო არის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მომავალი, ყველაფერი გამოგვივა, ძალიან ახლოს ვართ ივანიშვილის მოშორებასთან”, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები