გია ვოლსკი: პროვოკატორებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა

“პროვოკატორებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა”, – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გასულ ღამეს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე.
“გუშინდელი მოვლენები გრძელი თემაა, რომელიც ორ სიტყვაში ვერ ითქმის. საშუალება მომეცით, დავესწრო პოლიტიკური საბჭოს სხდომას და შემდეგ გავაკეთებ კომენტარებს”, – განუცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.
რაც შეეხება რუსი დეპუტატის, გავრილოვის განცხადებას იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე მას ზუსტად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე დაჯდომა შესთავაზეს, გია ვოლსკი შემდეგნაირად აფასებს:
„გავრილოვის განცხადებებს დიდად ნუ დაეყრდნობით. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, მაგ თემაზე ვიკრიბებით. პასუხისმგებლობა პროვოკატორებს ეკისრებათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
“ქართული ოცნების” ოფისში ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობისთვის იკრიბებიან.გია ვოლსკი: პროვოკატორებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა
“პროვოკატორებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა”, – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გასულ ღამეს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე.
“გუშინდელი მოვლენები გრძელი თემაა, რომელიც ორ სიტყვაში ვერ ითქმის. საშუალება მომეცით, დავესწრო პოლიტიკური საბჭოს სხდომას და შემდეგ გავაკეთებ კომენტარებს”, – განუცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.
რაც შეეხება რუსი დეპუტატის, გავრილოვის განცხადებას იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე მას ზუსტად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე დაჯდომა შესთავაზეს, გია ვოლსკი შემდეგნაირად აფასებს:
„გავრილოვის განცხადებებს დიდად ნუ დაეყრდნობით. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, მაგ თემაზე ვიკრიბებით. პასუხისმგებლობა პროვოკატორებს ეკისრებათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
“ქართული ოცნების” ოფისში ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობისთვის იკრიბებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები