სახალხო დღესასწაული – ,,საბაობა 2019″ გაიმართება

22 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,,საბაობა 2019″ გაიმართება. ბოლნისის მერიის ინფორმაციით, ამ დღეს საინტერესო ღონისძიებები გაიმართება.

ღონისძიებების განრიგი:
12:00 საათი – ბოლნისიდან გამგზავრება ტანძიაში; უფასო ტრანსპორტი მოქალაქეებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან მოემსახურება.
12:30 საათი – ლიტერატურული მუზეუმის ეზოში მდებარე წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.
13:00 საათი – საჯარო ლექციის კურსს სულხა-საბას შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე წარუძღვება.
15:20 საათი – ტანძიიდან გამგზავრება ბოლნისში;
16:00 საათი – ბოლნისის კულტურის სახლში თბილისის მერიის ბიგ-ბენდისა და „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართება.
თბილისის მერიის ბიგ-ბენდსა და ანსამბლ ,,ქართულ ხმებს“ მრავალწლიანი შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებს. ეს ერთობლივი ტურნე პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება. კონცერტი აერთიანებს ქართული ფოლკლორის, ქალაქური სიმღერების, ქართული საესტრადო და მსოფლიო ჰიტების საუკეთესო ნიმუშებს. პროექტის ძირითადი ამოცანაა რეგიონების გამოცოცხლება და საქართველოს ცნობადობის გაზრდა.
ორკესტრში მოღვაწეობენ საქართველოში ცნობილი მუსიკოსები და მომღერლები. ბიგ-ბენდის სოლისტები არიან: მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, ნესტან ჯიბლაძე, ნინი გველესიანი, ზაურ შავგულიძე, გიორგი სუხიტაშვილი, ვასილ დოლიძე და თემო საჯაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები