,,უძველესი წარსული დღეს“ – თანამედროვე ჩერქეზული (კავკასიური) კაბების დეფილე გაიმართა
,,უძველესი წარსული დღეს“- ასე ეწოდებოდა ჩერქეზი დიზაინერის მილა არდანის დეფილეს, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. გამოფენა საქართველოში პირველად გაიმართა და მასში 40-მა არაპროფესიონალმა მოდელმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის ერთი ორსულიც იყო. მოდელებმა წარმოადგინეს მილა არდანიას ახლად შექმნილი კოლექცია, რომელიც შეიქმნა ძველი, ტრადიციული ელემენტებით და თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით.
დიზაინერი მიიჩნევს, რომ აუცილებელია შეინარჩუნოს ტრადიცია, მაგრამ შესძინოს თანამედროვე ელფერი. დიზაინერი 13 წელია დაკავებულია თანამედროვე ჩერქეზული სამოსის შექმნით. მისი სურვილია, რომ მანდილოსნებმა ეროვნული ტანისამოსი ატარონ ყოველდღიურ ცხოვრებაში და არა მხოლოდ ქორწილებში და კონცერტებზე.
„საქართველოში ჩვენება ამ ქვეყნის სიყვარულმა გადამაწყვეტინა“, – ამბობს მილა არდანია. თბილისში დეფილე ჩერქეზული კულტურის ცენტრის მოწვევით გაიმართა.
ეთნოსტილის თანამედროვე ჩერქეზული (კავკასიური) კაბების ჩვენების შემდეგ შესრულდა ჩერქეზული ცეკვა და ქართული სიმღერა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის დაიწერა.