შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი ერგნეთში იმყოფება
შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი დიდიე ბურკჰალტერი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრის მხარეებს გაეცნობა. ამის შესახებ შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარემ გოჩა რატიანმა განაცხადა. მისივე თქმით, დიდიე ბურკჰალტერი ინციდენტების პრევენციის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნობა. ქართული მხარე თვითაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლებისგან საქართველოს მოქალაქეების: გრიშა ნალბანდოვისა და რომან შიტიკოვის ადგილსამყოფელისა და მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას შეეცდება. მხარეები ასევე იმსჯელებენ ბორდერიზაციისა და სოფელ კოშკაში სასმელი წყლის მიწოდების საკითხებს.
“სამუშაო შეხვედრაზე ჩვენ მიერ განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა ყველა ის ინციდენტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა შეხვედრიდან დღემდე. აგრეთვე განვიხილავთ და კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის პროცესს, რომელიც მიმდინარეობს“,- განაცხადა გოჩა რატიანმა.