შვეიცარიის პრეზიდენტი თბილისშია

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფება. დიდიე ბურკჰალტერის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით დაეშვა. მას აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი დახვდნენ. შვეიცარიის პრეზიდენტი დღეს ქართველ კოლეგას შეხვდება. საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
დიდიე ბურკჰალტერი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს. მხარეები ორმხრივი დოკუმენტებს გააფორმებენ. შვეიცარიის პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ზურაბ აბაშიძესთანაც გამართავს შეხვედრას და მრგვალი მაგიდა სამოქალაქო საზოგადოების და ეუთოს ახალგაზრდული ქსელის წარმომადგენლებსაც შეხვდება. დიდიე ბურკჰალტერი საქართველოს დღეს დატოვებს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები