პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას „ჩცდ მარში“ შეუერთდა
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას „ჩცდ მარში“ შეუერთდა.
რესპუბლიკის მოედნიდან გამართულ მსვლელობაში სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობებმა და გულშემატკივრებმა მიიღეს მონაწილეობა.
მსვლელობის მონაწილეებს საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები ტაშით, შეძახილებითა და ანთებული ფანრებით შეხვდნენ.
მომიტინგეები სკანდირებენ: „არჩევნები“, „საქართველოს გაუმარჯოს“.
რუსთაველის გამზირი ამ წუთებში გადაკეტილია.