აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების თეატრი „საშლელის“  პრემიერას უმასპინძლებს

21 ივნისს, 19:00 საათზე, საერთაშორისო და რესპუბლიკური ფესტივალების ლაურეატი, ს. ახმეტელის სახელობის პრიზის მფლობელი აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების თეატრი „საშლელის“  პრემიერას გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წარმოდგენა კობა ცხაკაიას პიესის „საქონდაქრეს“ მიხედვით დაიდგა და სათქმელი ერთია – რუსეთი ოკუპანტია.
რეჟისორი – კახა იაკობიძე;
ტექნიკური რეჟისორი – გიორგი სალია;
განათება – შალვა წიკლაური.

მონაწილეობენ:
მალხაზ ზამბახიძე, თამთა ჯაფარიძე, ლევან აღაპიშვილი, ნაკა ქურდაძე, მინდია ქიტიაშვილი
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – გოგა გეგელია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები