ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საგუნდო მუსიკის საღამო გაიმართება

22 ივნისს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საგუნდო მუსიკის საღამო გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სტუმრები აშშ-დან – ვაშინგტონის „კაპიტოლიუმის გუნდი“ ფრედერიკ ბინქჰოლდერის ხელმძღვანელობით და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა არჩილ უშვერიძის ხელმძღვანელობით.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტის პროგრამა მოიცავს ქართველი და ამერიკელი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებებს. გუნდის საკონცერტო პროგრამაშია ზაქარია ფალიაშვილის „ქართული ლიტურგია”, რომელიც ქართულ ენაზე შესრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები