ლევან იზორია ნეაპოლში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის უწყების წარმომადგენლები შეხვედრებს ნეაპოლში, ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდლობაში გამართავენ.
„ქართულ დელეგაციას ნეაპოლში ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაური, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაური, ადმირალი ჯეიმს ფოგო უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში მხარეები ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, სტრატეგიული პარტნიორობისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
უწყების ცნობით, დელეგაციის წევრები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებასაც დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები