„ვირუსი სახელად მეთიუ ბრაიზა!“

სამეგრელო ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ემზარ კვიციანი ფეისბუქის პირად გვერდზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილ თანაშემწეს, მეთიუ ბრაიზას აკრიტიკებს.
კვიციანი ბრაიზას კოდორის მოვლენებს ახსენებს. მისი თქმით მაშინდელი მოვლენების დროს ბრაიზას კმაყოფილი სახე ჰქონდა.
„საქართველოში შემოშვებული ვირუსი სახელად მეთიუ ბრაიზა! გაიხსენეთ ამის კომენტარები კოდორის მოვლენებზე და კოდორის ჩაბარების შემდეგ კი მისი კმაყოფილი სახე ! აი ვის უნდა ვებრძოდეთ და არა ერთმანეთს მთელი უბედურება ამათგან მოგვდგამს უკვე 22 წელია! „- წერს ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში.
კვიციანი თავის კომენტარით დღეს მუხროვანის ამბოხის სპეცოპერაციის ვიდეოს შესახებ ბრაიზას გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ბრაიზას განცხადებით, თუ ეს იყო ანტიტერორისტული ოპერაცია, ამ შემთხვევაში, თქვა ფრაზა “მე მინდა გვამი”, დასაშვებია.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ზე გუშინ გვიან ღამით, ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სოდისა და კუდის ყოფილი უფროსები – დათა ახალაია და ირაკლი კოდუა, ასევე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციაზე ჩანან. სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის. “მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია”, – მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.1624360_706185619426285_1734610641_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები