ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
აღნიშნულს თანამდებობას გიორგი ებანოიძე დაიკავებს, რომელიც ამავე სამსახურში უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
„გიორგი არის პროფესიით ეკონომისტი და სამართალმცოდნე. მას აქვს როგორც კერძო, ისე – საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება. მინდა, წარმატება ვუსურვო მას ამ ახალ პოსტზე”, – განაცხდა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები