საპატრიარქო: ტრადიციული რელიგიებისთვის მიუღებელია, როგორც ძალადობა, ისე ცოდვის აგიტაცია და პროპაგანდა

საქართველოს საპატრიარქოში სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეხვედრაზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს და აღინიშნა, რომ ტრადიციული რელიგიებისთვის მიუღებელია, როგორც ძალადობა, ისე ცოდვის აგიტაცია და პროპაგანდა.

„შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის, მუსლიმური თემისა და იუდეველთა წარმომადგენლები.

მხარეთა მიერ გამოითქვა მზაობა, შემუშავდეს ერთობლივი მიმართვა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და ტრადიციული ღირებულებების დაცვას“, – აცხადებენ საქართველოს საპატრიარქოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები