კანადაში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი “მრავალჟამიერით” აღინიშნა(ვიდეო)
კანადაში, საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით, კანადის პარლამენტის შენობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის 5 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც მიწვეულები იყვნენ კანადელი პარლამენტარები, მთავრობის წევრები, კვლევითი ცენტრების ექსპერტები, ჟურნალისტები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
დამსწრეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა – კონსტანტინე ქავთარაძემ, კანადაში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა, რუმინეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ელჩმა, უკრაინისა და მოლდოვას ელჩებმა. ღონისძება კონცერტით დასრულდა, რომელზეც აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ეროვნული მუსიკალური ნაწარმოებები შესრულდა.
“მრავალჟამიერი “ანსამბლმა “დიდგორმა” შეასრულა, რომელიც, ამჟამად, კანადაში გასტროლზე იმყოფება.