ლევან ვასაძე: გვაქვს ინფორმაცია, რომ დაგეგმილია ჩემი ფიზიკური განადგურება

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ მისი ფიზიკური განადგურება იგეგმება.
ლევან ვასაძის თქმით, თუ მსგავსი რამ მოხდება, ეს იქნება არა ხელისუფლების ბრალი, არამედ იმ ძალებისა, რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია უნდათ.
” გვაქვს ინფორმაცია, რომ დაგეგმილია ჩემი ფიზიკური განადგურება. იმედია, არ მოხდება, მაგრამ ეს იგეგმება იმისთვის, რომ დაბრალდეს მთავრობას, ბიძინა ივანიშვილს და აირიოს ქვეყანა. გუშინდელიდან ჩვენ გადავედით მშვიდ რეჟიმში, თუმცა ჯერ ლელო ბოლომდე არ დაგვიდია. სახელმწიფომ გადმოდგა ჩვენ მიმართ რაღაც დადებითი ნაბიჯები. ბოლომდე ვერ ვენდობით, მზაობაში ვართ და სიმშვიდეს ვინარჩუნებთ. თავიდანვე ვთქვი, რომ, ჩემი ღრმა რწმენით, ეს ყველაფერი მიმართული იყო სახელმწიფოს დესტაბილიზაციისკენ და ლოგიკურია ასეთი სვლა. ნამდვილად არ მინდა, თავი გავიბითურო, მოგაჩვენოთ თავი და ტყუილად ვილაპარაკო. არც ის მინდა, რომ ოჯახის წევრები ვანერვიულო, მაგრამ ასეთი ინფორმაცია ნამდვილად არის. მე ვიტყოდი ასე – ღმერთმა დაგვიფაროს, მე არ მჯერა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია, მაგრამ რაღაც მსგავსი თუ მოხდა, მინდა, საჯაროდ განვაცხადო, რომ, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ იქნება ხელისუფლების ბრალი. ანუ თუ ეს გაკეთდა, ეს იქნება პროვოკაცია ხელისუფლების წინააღმდეგ. ყველას, ვინც ამ სახალხო მოძრაობაშია ჩართული, მივმართავ თხოვნით – რაღაც მსგავსი რომ მოხდეს, იცოდეთ, რომ ეს არ არის ხელისუფლების ბრალი. ეს არის იმ ძალების ბრალი, რომლებსაც უნდათ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები