საუდის არაბეთს საქართველოში პირველი რეზიდენტი ელჩი ჰყავს

საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს პირველმა რეზიდენტმა ელჩმა, აბდულა ალ-მუტაირიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
“რწმუნებათა სიგელების ასლის გადაცემის ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საუდის არაბეთის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოში ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში საუდის არაბეთის საელჩოს გახსნა  მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებას”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განხილეს საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი, ასევე, ხაზი გაესვა კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და სხვა სფეროებში.
ელჩმა აღნიშნა, რომ, თავის მხრივ, არ დაიშურებს ძალისხმევას ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ურთიერთსასარგებლო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები